ოკუპირებულ აფხაზეთში იმედოვნებენ, რომ წელს მილიონ ტურისტზე მეტს მიიღებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში წელს რუსეთიდან მილიონ 100 ათასი ტურისტის მიღებას გეგმავენ, – ამის შესახებ ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მაჩვენებელი 2019 წელს იყო მიღწეული. რიგორც ის აღნიშნავს, ზაფხულის სეზონი გაიხსნება მაისში, თუმცა, უკვე შეინიშნება დასვენებისადმი მაღალი ინტერესი.
“ღირსშესანიშნაობები, როგორებიც არის რიწის ერონული პარკი, ახალი ათონის გამოქვაბული, აქტიური სტუმრობის ადგილებია. დიდი რაოდენობით ჩამოდიან კრასნოდარის ოლქიდან. გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც რუსეთის საზღვარს 50 ან 100 ავტობუსი კვეთს. ასეთი რამ ადრე არ ყოფილა”, – თქვა მან.
რუსეთის ტუროპერატორები ვარაუდობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით წელს მოთხოვნა 10-დან 20%-მდე გაიზრდება.