DMO Imereti-ს მარკეტინგული კამპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
კამპანიის ფარგლებში აეროპორტის ტერიტორიაზე მოფრენის დარბაზში მოეწყობა საინფორმაციო ტურისტული ცენტრი, რომელსაც ადმინისტრირებას DMO Imereti გაუწევს. გაფრენის დარბაზში შეიქმნება ბრენდირებული ფოტო ზონა, რომელთანაც გამგზავრებისას ქალაქის სტუმრები ფოტოებს გადაიღებენ. ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსებზე, ტრაპებზე, ბარგის ურიკებზე გაჩნდება წარწერა ქუთაისი.
ბრენდის ფერებში მოიხატება აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობაც.
აღნიშნული აქტივობების მიზანია ქალაქის პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობადობის ამაღლება ტურისტულად ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც აეროპორტია.