47 განხორციელებული პროექტი – ახალციხეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება
2020 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის 47 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე და სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ხიდების შეკეთება, შიდა გზების, გარე განათებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.