გურჯაანს 2 ახალი სპორტული მოედანი შეემატა

გურჯაანში, 2 სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა. პროექტი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჯანსაღაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა.

ახლად გახსნილი სპორტული მოედნები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულეს და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
კახეთში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, 10-მდე მინი სპორტული სტადიონის მშენებლობა განხორციელდა.

რეგიონის მასშტაბით, ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ახალი სპორტული დარბაზის მოწყობაც დასრულდა, ამჟამად კი, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მასშტაბით 30-მდე სპორტული მოედანი და დარბაზი მოეწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები