800 ლარი წარჩინებულ სტუდენტებს – ქობულეთის მერიის სტიპენდია
ქობულეთში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას მიიღებენ
უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემა იწყება. დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებზე გაიცემა.
სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს კვარტალში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც მიღებული აქვთ დადებითი შეფასება. თანხა სემესტრში შეადგენს 400 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 800 ლარს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს: განცხადება მერის სახელზე; ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ორი რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისა და დეკანატისგან; დ) აკადემიური მოსწრების ფურცელი; საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული ჯილდოები, დიპლომები, სერტთიფიკატები, სიგელები; საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან /დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ; პირადი საბანკო რეკვიზიტები. სოციალურად დაუცველმა, ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2021 წლის 01 აპრილამდე, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 07 სექტემბრამდე.