ნაქერალას უღელტეხილზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე