შალაურის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 183 256 დაფინანსდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ელესმა” შეასრულა.
სოფელ შალაურში, წყლის დებეტის გაზრდის მიზნით დამატებით კიდევ ერთი ჭაბურღილი მოეწყობა.