დიდთოვლობა ონში – სავალი გზები თოვლის საფარისგან უკვე გაწმენდილია

დიდთოვლობის მიუხედავად ოპერატიულად გაიწმინდა სავალი გზები, რაც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია “ონის სერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა დროულად აღმოფხვრეს გზებზე შექმნილი პრობლემები, რისთვის დეპუტატმა მათ მადლობა გადაუხადა.
გოჩა ენუქიძის განმარტებით, კურორტი შოვისკენ, ჭიორასა და გლოლასკენ მისასვლელი გზები თოვლის საფარისგან უკვე გაწმენდილია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები