ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლოა გაძვირდეს
ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზარდება. როგორც მერიის ტრანსპორტის ააიპ-ის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი აცხადებს, საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
“ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზრდება. ახლა მგზავრობის ფასი 40 თეთრია და ალბათ 10 თეთრი მოიმატებს. მაგრამ ეს საკრებულოს პრეროგატივაა და ამ საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს. როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე ვიმოქმედებთ”, – განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.
მისი თქმით, ქალაქში 69 ახალი ავტობუსი იმოძრავებს, დაცული იქნება რეგულაციები.