ონში საბავშვო ბაღი შენდება – მუნიციპალიტეტის მერი სამუშაოებს გაეცნო
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილე ეკა მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მშენებარე საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოების პროცესს გაეცნო.
სამუშაოებს საბავშვო ბაღში ამხანაგობა “დელტამშენი” ასრულებს და პროექტის ღირებულება 699 900 ლარია.
რაც შეეხება დაფინანსებას – ობიექტის მშენებლობის 95%-ს სახელმწიფო და 5 %-ს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.