სოფელ კაბალში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
საბავშვო ბაღი შენდება.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში, ღია სათამაშო მოედანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის პანდუსები მოეწყობა.
ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა და ბაღის მშენებლობის დეტალებს გაეცნო.
“საბავშო ბაღის შენობას კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ახორციელებს და დასრულების შემდეგ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა მდივნიშვილმა.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 720 000 ლარს შეადგენს.