წყლის სისტემის რეაბილიტაცია სიღნაღში – მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ხარისხიან წყალმომარაგებას მიიღებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში-ნუკრიანში, ზემო მაღაროსა და ბოდბეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის ფარგლებში, ახალი ჭაბურღილები, რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და ახალი წყალსადენი ქსელის მოწყობა განხორციელდება.

წყალსადენი სისტემის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 9 000 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები