სეპარატისტული ცხინვალის ე.წ. სასამაართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ-მა უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ზაზა გახელაძეს ე.წ. ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა – 317-ე, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

“ეხო კავკაზის” ინფორმაციით, ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძის 14 წლით პატიმრობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები