ახალშობილებზე 400-450 ლარიანი დახმარებები – ამბროლაურის მერიამ დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად სოციალური პროგრამები შეიმუშავა
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახები მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის დახმარებით ისარგებლებენ-პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 ლარის ოდენობით გაიცემა, მესამე და მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში – 450 ლარის ოდენობით, ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 900 ლარის ოდენობით. მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე ერთჯერადად გასაცემად ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობლებზე 400 ლარის ოდენობით თანხა აქვს გადასაცემად დაგეგმილი.