იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის მერია სპორტსმენებს ყოველთვის გვერდში დაუდგება ახალი წარმატებების მისაღწევად

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი წარმატებულ მწვრთნელებს და პროექტ “ეტალონში” გამარჯვებულ მოსწავლეს შეხვდა.

ტანვარჯიშის მწვრთნელებს მზია ღამბარაშვილსა და როზა სუპატაშვილს , ძიუდოს მწვრთნელს ვაჟა შველიძეს ქალაქის მერმა სპორტის ამ სახეობებში გაწეული  შრომისა და მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და  დაასაჩუქრა.

საჩუქარი მიიღო პროექტ”ეტალონში” გამარჯვებულმა, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასელმა თეკლე გიორხელიძემაც.  თეკლემ “ეტალონში” რეკორდიც დაამყარა- 2 წუთსა და 29 წამში 95 ქულა დააგროვა.

” საბედნიეროდ, ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს ქუთაისში. დღეს  სახელოვან მწვრთნელებს და ნიჭიერ მოსწავლეს შევხვდით და დავასაჩუქრეთ. სხვადასხვა თაობის ადამიანები არიან და ესეც სიმბოლურია. ქუთაისის მერია ყოველთვის მხარში დაუდგება მათ, ახალი წარმატებების მისაღწევად.”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები