ბოლო 24 საათის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 2 დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 227 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 35, შიდა ქართლი – 44, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეპიდემიოლოგი ლამზირა ბენდელიანი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, რომ გამოვლენილი 2 ახალი შემთხვევა ლენტეხში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ამბროლაურსა და ონს, აქ არცერთი ახალი ინფიცირება არ დაფიქსირებულა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში 40 ადამიანი იმყოფება.