იმერეთში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 მოქმედი და 2 ყოფილი საჯარო მოხელე დააკავეს

იმერეთში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ხუთი პირი ამხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში განხორციელებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა და მიღება დაევალა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას, რომელის არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამოც დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

“კომისიის წევრებმა არაჯეროვნად განახორციელეს დაკისრებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.
კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა”, -ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები