კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა – კოვიდსტატისტიკა იმერეთში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 83 გამოვლინდა.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488, საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 463.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 538 პირი იმერეთში – 134.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი, მათგან იმერეთში – 16.
274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 11 – იმერეთში.
2 927 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 4 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 531 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 734 ადამიანი, მათ შორის იმერეთში – 1 502.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა.