ლაგოდეხის მერია გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას კვლავ დააფინანსებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, სამედიცინო კვლევების, სტაციონარული მომსახურებისა და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის მედიკამენტების თანადაფინანსებას აგრძელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის დაფინანსების მიუხედავად, მოქალაქეთა ცალკეული სეგმენტი, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სამედიცინო მომსახურების ჩატარებას – ჯანმრთელობის კვლევას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეების თანადაფინანსებას მერია კვლავ გააგრძელებს.
მერიის „მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს 591 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 220 518.91 ლარი დაიხარჯა.