კახეთში კოვიდ 19-ის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19- ით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან 31 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 227 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 35, შიდა ქართლი – 44, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საᲐთის განმავლობაში, ვირუსით გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები