„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2021“ იწყება – ხარაგაულში სამუშაო ჯგუფი უკვე შეიკრიბა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.
სწორედ ის უხელმძღვანელებს სოფლებში საერთო კრებების ჩატარებას, სადაც მოსახლეობამ მცირე პროექტები თავად უნდა შეარჩიოს!საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია და მთავრობის დადგენილებით მიღებული წესების მიხედვით წინადადებების მიღება ხდება, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით. სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 16 თებერვლიდან, ღია სივრცეში დაიწყება და მიყოლებით მუნიციპალიტეტის 79-ივე სოფელში ჩატარდება.
წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს ხარაგაული სოფლის მცირე პროექტების დასაფინანსებლად 890 000 ლარს მიიღებს.
დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:
სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, მოწყობა;
სანიაღვრე არხების მოწესრიგება;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათების ქსელის მოწყობა;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა;
ამბულატორიის შენობები;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნების ინვენტარი;
სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია;
მინი-ჰესების რეაბილიტაცია; შეხვედრის დროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, საერთო კრებების სწორად წარმართვასა და პროექტების საკრებულოში წარდგენის პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის წევრებად განისაზღვრენ:
დავით დევდარიანი – ხარაგაულის მერის მოადგილე;
მანანა ბარბაქაძე – საკრებულოს თავმჯდომარე
კახაბერ გოლუბიანი – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
ვლადიმერ გელაშვილი – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე – მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; ინგა ლურსმანაშვილი – იურიდიული განყოფილების უფროსი;
თეა ბერიძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის სოფლებში, 15 მარტამდე უნდა დასრულდეს.