კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 106- ე პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის ქალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურიდან იყო და ის მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.

დღის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსიის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტებმა ახალი დაინფიცირებულების 74 კონტაქტი უკვე მოიძიეს. რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 10 983 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღეს ვირუსი 5 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა- ახმეტა-4, გურჯაანი-7, დედოფლისწყარო -2, თელავი -13 და საგარეჯო-2. ამ ეტაპზე, გადის მკურნალობას 591 მოქალაქე, მათ შორის 527 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 64 კი იმყოფება კოვიდ -კლინიკაში იმყოფება. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 667- ია, ხოლო
თვითიზოლაციიდან 77 ადამიანი მოიხსნა.

ვირუსი 29 პაციენტმა დაამარცხა და ეს რიცხვი 10 286 – მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები