“რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ახალგაზრდა თაობის განათლება და განვითარება” – დათო ლიკლიკაძე
“ჯორჯიან მანგანეზმა“ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ისტორიულ შენობა დაცალა და სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს დაუთმო. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიახლეა – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე “ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებას.
ლიკლიკაძის თქმით, აღნიშნული სიახლე მისასალმებელია, რადგან ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
“ტრესტი“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს, როგორც მივხვდი, ის დაახლოებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დატვირთვას შეიძენს. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ახალგაზრდებისა და ბავშვების განათლება და განვითარებაა? მუნიციპალიტეტს ეს ნამდვილად სჭირდება. ჭიათურა ოდითგანვე ასოცირდებოდა მანგანუმის მოპოვების ტრადიციასთან და ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. მეც მგონია, რომ კომპანიის ადმინისტრაციას დღეს არ სჭირდება ამხელა შენობა, უამრავი კაბინეტითა და მმართველი პირით. ჯიემის ადმინისტრაციული რგოლი თავისუფლად განთავსდება პატარა შენობაშიც, კომბინატის ძველი სივრცე კი ვფიქრობთ, გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძენს – იმედი გვაქვს, ის მალე უამრავ სასწავლო წრეს გააერთიანებს. ადგილობრივ ახალგაზრდებს აქ შეეძლებათ ჭიათურისთვის სასარგებლო უამრავი პროექტი განახორციელონ, საკუთარი იდეების რეალიზება მოახდინონ, ეს იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა არასამთავრობო სექტორისთვისაც, ასევე მათთვის, ვისაც სურთ მუნიციპალიტეტში ახალი ბიზნესი წამოიწყონ, მათ შორის სტარტაპერებისთვის და ეს სივრცე მათ საქმიანობის წარმართვისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან დაეხმარება. ჯორჯიან მანგანეზი – Georgian Manganese “,- განაცხადა დათო ლიკლიკაძემ.
ცნობისთვის, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” გაავრცელა განცხადება, რომ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს. “ტრესტის” შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ძირითადად, ახალგაზრდების განვითარებას დაეთმობა.
“შენობას საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება და, ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბავშვების მხარდაჭერაზე.