ქუთაისში ავტომობილი ტაქსს შეეჯახა, რომელშიც 9 მგზავრი იმყოფებოდა
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი ტაქსს შეეჯახა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი ბენზინგასამართი სადგურის კედელს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.