ვაჟა სირაძე: ფოთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი ერთი პირია დაკავებული, მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები

ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე, მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.
სამინისტრო 24-საათიან სამუშაო რეჟიმში მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვახდენთ დანაშაულის პრევენციას, – განაცხადა სირაძემ.

შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცი საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები