თელაველები ახალი ავტობუსებით უფასოდ ისარგებლებენ

თელავში, უახლოეს მომავალში, ადგილობრივები, არა მარტო ახალი ავტობუსებით, არამედ უფასო გადაადგილებითაც ისარგებლებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე , მხარი დაუჭირა ავტო სატრანსპორტო ა.ი.პ ის დაფუძნებას, რაც ა.ი.პ უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებას.

ქალაქში, პირველ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს და
ავტობუსით გადაადგილება უფასო იქნება.

გადაადგილების მარშრუტი ცნობილი უახლოეს დღეები გახდება.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსები გადაადგილებას სამი ან ოთხი მიმართულებით შეძლებენ.

თავდაპირველად ტრანსპორტი ქალაქის შიდა ტერიტორიაზე იმოძრავებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები