ახალგაზრდობის სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალგაზრდებიც ჩაებმებიან
საქართევლოს ახალგაზრდობის სააგენტო „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსს იწყებს, საქართელოს 10 რეგიონში , მათ შორის რაჭა-ლეჩხუმში , საგრანტო კონკურსის ფარგლებში სააგენტომ ორი მიმართულება გამოყო: არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება და რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 50–მდე ახალი ახალაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება. სააგენტომ წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განახლებული და კიდევ უფრო გამარტივებული საკონკურსო პირობები შექმნა. „განვითარების ფონდის პირველი მიმართულების ფარგლებში“ დაფინანსდებიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის გამოცდილების არ მქონეთა მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისა და ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიცირებული საგრანტო პროექტები. მეორე მიმართულების ფარგლებში კი არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციები“,-განაცხადა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა. მისივე განმარტებით გასულ წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში სააგენტომ 14 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა, საქართველოს 10 რეგიონიდან, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმის მხარიდან და კონკურსის გამარჯვებულები საქმიანობას ახლაც აგრძელებენ.