ახალი სკვერი და აკადემიკოსის ბიუსტი საჩხერეში, რომელიც კონსტანტინე წერეთლის 100 წლისთავს მიეძღვნა
ქალაქ საჩხერეში კოსტავას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო და გამოჩენილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკისა და არამეისტიკის ქართული სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ბიუსტი გაიხსნა.
ცერემონია მეცნიერის დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილეს მიეძღვნა და მას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.