ჩუმლაყში ახალი სამაცივრე მეურნეობები შენდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ახალი სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, სამაცივრე მეურნეობების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა, და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.
გასულ წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სრული დატვირთვით 22 სამაცივრე მუშაობდა, მიმდინარე წელს კი მათი რიცხვი 30-ს გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები