ჩვენი მთავარი ვალდებულება ახალგაზრდობის განათლების ხელშეწყობაა-რა პროგრამებს სთავაზობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოსწავლეებისა და საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის ხორციელდება პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა შეღავათებს ითვალისწინებს. პერიოდულად ოქროსა და ვერცხლის მედალოსან და 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდოები, საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კი მუნიციპალიტეტი პორტაბელური კომპიუტერებით საჩუქრად ეძლევათ, რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს, მათ სწავლის საფასური უნაზღაურდებათ.
,,განათლებული ახალგაზრდა თაობა ქვეყნის მომავალია, ამიტომ ჩვენი მთავარი ვალდებულება მათთვის მაქსიმალურად ხელის შეწყობაა, რაც მათ წინსვლასა და განვითარებას განაპირობებს. მე, ამაყი ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები მუდმივად გამოირჩევიან როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით, ისე სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, განათლების ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება”. – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.