სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 561 გახდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული 9 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
1 ადიგენი,
1 ახალციხე,
7 ბორჯომი.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 17 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 394 პირი:
ადიგენის – 258 პირი;
ასპინძა – 22 პირი;
ახალციხე – 36 პირი;
ახალქალაქი – 14 პირი; ბორჯომის – 64 პირი;
კოვიდ კლინიკაში 78 პაციენტი მკურნალობს.