აჭარის მთავრობაში ოპოზიციის წარმომადგენელსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა შედგა.
,,ოპოზიციის მოთხოვნით, შედგა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და “ნაციონალური მოძრობის” წარმომადგენელს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი შეეცადა ჩვეული ხელწერით, საქმიანი და კონსტრუქციული საუბრი დესტრუქციაში გადაეყვანა.
აჭარის მთავრობა აგრძელებს ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობით და მანდატით აღასრულოს დაკისრებული უფლებამოსილება და არ დაუშვას პროვოკაცია.
2 თვეზე მეტია აჭარის მთავრობის სახლთან იმართება აქცია, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად აქციის მონაწილები სხვადასხვა ხერხით, პერიოდულად მიმართავენ დესტრუქციულ ქმედებებს”,- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან აქციის მონაწილეების მხრიდან მცდელობა იყო აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირების, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.