ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა-გარდაიცვალა 1 ადამიანი

სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის დროს, მანქანაში იმყოფებოდა ავტომობილის მეპატრონეც, რომელიც მიყენებული დამწვრობის შედეგად გარდაცვლილი ადგილობრივებმა ნახეს და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

ადგილობრივების თქმით, 60 წლამდე კაცს ბოლო დროს, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

რა გახდა მანქანაში აალების მიზეზი ჯერ უცნობია და ამას გამოძიება დაადგენს. შემთხვევის ადგილზე ექპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ- ის 188- ე მუხლის მე- 3 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები