ირაკლი ჭედიშვილი: არ დავუშვებთ ბათუმში აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირება მოახდინონ

ბათუმში მიმდინარე აქციაზე მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. ადგილზე მცირედ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა შენობას მიახლოებოდნენ.

,,ჩვენ არ დავიშვებთ აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირება მოახდინონ. თავისუფალი აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია და მათი ნებაა, თუმცა არ უნდა გასცდეს კანონით გათვალოსწინებულ ნორმებს, არ დავუშვებთ ამას, მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას”,- განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები