ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ცნობით, დაკავებულია პირი, რომელსაც 12 წლის გოგონა ტყვეობაში ჰყავდა
12 წლის გოგონა, რომელსაც ოკუპირებულ ოჩამჩირეში ეძებდნენ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე იპოვეს. ინფორმაციას ე.წ. უწყების პრესცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულია პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, მოზარდი უკანონო ტყვეობაში ჰყავდა.
2001 წელს დაბადებული ი.გ წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გოგონა გუშინ, 3 თებერვალს, დაახლოებით 13.00 საათზე გავიდა სახლიდან. მასზე ძებნა გუშინვე გამოცხადდა.