ქვეყანაში გამოვლენილი 583 ახალი შემთხვევიდან 98 იმერეთში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 98 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში – 463.
ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში – 231, აჭარაში – 45, იმერეთში – 133.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან იმერეთში – 14.
277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ინფექციით ქვეყანაში კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა.