გურჯაანის 2 სკოლაში კოვიდინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა
გურჯაანის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლებში კოვიდ-19-ის 2 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ” რეგიონულ კვირას” გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, აღნიშნული სასწავლო დაწესებულებების დახურვა ამ ეტაპზე, არ იგეგმება და დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ის კლასები გადავლენ, სადაც ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
” ქ. ურჯაანის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლებში დაფისქსირდა კორონავირუსის 2 შემთხვევა, რის გამოც მოსწავლეები, კონკრეტული კლასის, გადავლენ ონლაინ სწავლებაზე”,- განაცხადა დალი მინდიაშვილმა.
აღნიშნული კლასიდ მოსწავლეები 2-კვირიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ.