ქვემო ქართლში კორონავირუსით 46 პირი დაინფიცირდა
ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 46-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 98, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 31, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.