ბათუმში, ფერიის ბავშვთა სახლში კორონავირუსით 25 მოზარდი დაინფიცირდა
ბათუმში, ფერიის სახლში 25 მოზარდი დაინფიცირდა. ამის შეაახებ ინფორმაციას ,,რეგიონულ კვირას” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უდასტურებენ. მათი თქმით, თანამშრომელთა და აღსაზრდელთა მორიგი ტესტირების დროს რამდენიმე ბენეფიციარს გამოუვლინდა რესპირატორული სიმპტომები და სწრაფი ტესტირებით განესაზღვრათ დადებითი შედეგი, რის შემდგომაც ყველა მათგანი მყისიერად გადაყვანილი იქნენ კოვიდ-სასტუმროში.
განხორციელდა მთელი კონტიგენტის გამოკვლევა და ყველა საეჭვო შემთხვევაში ხდებოდა განმეორებითი ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა დამატებით შემთხვევები.
დღეის მდგომარეობით ჯამურად ფიქსირდება 32 შემთხვევა, მათგან 7 მოზრდილი და 25 ბავშვი.
აქედან 30 არის კოვიდ-სასტუმროში, 1 სტაციონარში,1 ოჯახში.
,,პანსიონში ჰიგიენური ნორმები დაცულია. შედარებით მაღალი რისკის მქონე კონტაქტები იზოლირებილი არიან. პედიატრების მეთვალყურეობით მიმდინარეობს უწყვეტი ზედამხედველობა; ბავშვებს და თანამშრომლებს ყოველდღიურ რეჟიმში უგრძელდებათ თერმოსკრინინგი და გამოკვლევა.
COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დკსჯეც-თან შეთანხმებით ფონდი გადავიდა აქტიური ეპიდზედამხედველობის ინდივიდუალურ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს მათზე მორგებული ეპიდრეჟიმის დაცვას”,- აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში