სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფიცირების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 75 პაციენტი
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 75-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 50 კოვიდ პაციენტი.
სენამედის კლინიკაში 27 კოვიდ პაციენტი მათ შორის არის 5 მძიმე პაციენტი
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურს გადის – 39 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 25 პაციენტი, მათ შორის 3 მძიმე
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 11 – პაციენტი
სენაკი ლაზიკა მედის კლინიკაში ამდრომდე 21 პაციენტი რჩება.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 192 ადამიანი მკურნალობს. მათგან 13-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 58 ადამიანი რჩება.