“დაზიანებული ინფრასტრუქტურა დროულად და ხარისხიანად აღდგება” – ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლება სამუშაოების მიმდინარეობაზე აქტიურ მონიტორინგს თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ დასახლებაში სამუშაოებს შპს „ ამს ტექნიკა“ ანხორციელებს , სამუშაოებზე 795591.4 ლარია გამოყოფილი და 100% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გასული წლის 29 ივლისს ონში მომხდარმა სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა , რის გამოც აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად და ეფექტიანად ხორციელდება.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ ონის მუნიციპალიტეტს 10 მლნ ლარი გამოუყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები