რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევაა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 4-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 98, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 31, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„რეგიონული კვირა“ მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს დაუკავშირდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეპიდემიოლოგის ლამზირა ბენდელიანის განცხადებით ოთხი ახალი შემთხვევა ლენტეხს უკავშირდება-„ ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 10 ადამიანი გაიტესტა, ათიდან ოთხზე დადებითი პასუხი მივიღეთ“,-განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები