კახეთში კოვიდ-19-ის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან 48 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 98, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 31, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კოვიდ-19-ის დიაგნოზით, ბოლო 24 საათში 19 ადამიანი გარდაიცვალა.