საჭიროების შემთხვევაში, გაიკეთებენ თუ არა ვაქცინაციას ახალციხელი პედაგოგები

საქართველო იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც Pfizer-ის ვაქცინა თებერვლის ბოლოსთვის შემოვა.

რას ფიქრობენ ახალციხელი პედაგოგები, გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას საჭიროების შემთხვევაში? – “რეგიონული კვირა” ახალციხეში რამდენიმე სკოლაში იმყოფებოდა და პედაგოგების აზრი მოისმინა:

ახალციხის კერძო სკოლის „მზექას“ პედაგოგი ია გვენეტაძე „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება დროული და სამართლიანია.
„ჩვენ მასწავლებლები ვართ ის კატეგორია, რომლებსაც ყოველდღიურად გვიწევს ბავშვებთა, მშობლებთან და ნაცნობებთან შეხვედრა, ამიტომ ჩვენი ვაქცინაცია აუცილებელია. ვფიქრობ, რომ სწორი განცხადება გააკეთა თამარ გაბუნიამ. ჩვენ ვართ საფრთხის ქვეშ და ჩვენ რომ რამე დაგვემართოს ბავშვებსაც გადაედებათ“,- განაცხადა ისტორიის მასწავლებელმა, ია გვენეტაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას ეხმაურება ახალციხის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკა დალალიშვილიც. გაიკეთებს თუ არა ვაქცინას ეს დაზუსტებით არ იცის, თუმცა თამარ გაბუნიას განცხადებას დადებითად აფასებს.
„ვაქცინაცია ალბათ სავალდებულო იქნება სამომავლოდ. მსოფლიოს მასშტაბითაც მიღებულია ეს გადაწყვეტილება და თუ საჭიროება მოითხოვს არამგონია უარი თქვას ვინმემ. რისკ ჯგუფში ვართ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს მასწავლებელს კონტაქტი“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ეკა დალალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები