სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 4 552-ს მიაღწია

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში კი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 552-ს მიაღწია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული 7 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ადიგენი – 1;
ახალციხე – 1;
ახალქალაქი – 1;
ბორჯომი – 3;
ნინოწმინდა – 1.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარტის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე აცხადებს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 158 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა. მისივე განცხადებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 414 პირი.
ცნობისთის, ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 29 პირი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი 4 290-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები