ალმატის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. გაკეთდა საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები.
ბაგა-ბაღის ეზოში ასევე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, ატრაქციონები.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 213033 ლარს შეადგენს.