ოკუპირებულ ტყვარჩელში, სადაც მეწყერმა გზა წაიღო და სახლები დაანგრია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ოკუპირებული ტყვარჩელის და სოფელ ბედიას დამაკავშირებელი გზის კიდევ ერთი მონაკვეთი მოწყდა.

სოფელ ბედიაში 15 იანვარს მეწყრული პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც გზა ჩაინგრა და რამდენიმე სახლი დაინგრა. ადგილობრივები იძულებული გახდნენ საცხოვრებლად ნათესავებთან გადასულიყვნენ.

როგორც ადგილობრივ მედიას, სოფელ ბედიის ე.წ. ხელმძღვანელმა ჯუმბერ ხარჩილავამ განუცხადა, ვითარება გაუარესებულია.

“ვითარება უარესდება, გზა არ არსებობს, უკვე ფეხით გავლაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი. გზა მოწყვეტილია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაინგრეს. მეწყერი უკვე მდინარემდეა ჩასული”,- თქვა მან.

ხარჩილავას თქმით, ყოველდღე საკუთარი ძალებით უწევთ წყლის მილის შეკეთება, მოსახლეობას სასმელი წყალი ჯერ მიეწოდება.

“ხალხი უკვე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ გზა აღარ არის. მესმის, რომ უახლოეს დროში ვერაფერი გაკეთდება, იმიტომ რომ ყოველდღიურად უარესდება აქ მდგომარეობა. უკვე ფეხით სიარულიც გართულდა”, – განმარტა ხარჩილავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები