რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებას აჭიანურებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატის ალხას ჯინჯოლიას თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას – “სპუტნიკV”-ს თებერვლის ბოლოს – მარტში მიიღებენ.
მისივე თქმით, ე.წ. რესპუბლიკამ პრეპარატის მიღებაზე განაცხადი ჯერ კიდევ ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში გააკეთა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით ის ვერ მიიღო.
“ჯანდაცვის კომიტეტში სხდომას გავმართავთ, რუსეთის დუმაში კოლეგებს მივმართავთ, რომ პროცესის დაჩქარება მოხდეს”, – თქვა მან.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსული ვაქცინის პირველი პარტიის მიღებაზე განაცხადი 2020 წლის სექტემბრის ბოლოს გაკეთდა. ე.წ. რესპუბლიკაში იმედოვნებენ, რომ 15-20 ათას დოზას მიიღებენ.