მდინარე აფენზე ნაპირსამაგრი გაბიონი შენდება – წყალდიდობის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქრება
ლაგოდეხის მუნიციპალიტრტის სოფელ არეშფერანში დამცავი გაბიონის მოწყობა მალე დასრულდება.
მდინარე აფენის ხევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე 240 მ მონაკვეთის ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები წყალდიდობის პრევენციის მიზნით ხორციელდება და დასრულების შემდეგ, მდინარე, ადიდების შემთხვევაში, მოსახლეობას აღარ შეუქმნის საფრთხეს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 245 542 ლარს შეადგენს.