გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 84-მა პაციენტმა დაამარცხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია :
რუხის კლინიკაში იმყოფება – 58 კოვიდპაციენტი;
სენამედის კლინიკაში 34 პაციენტია, მათ შორის  5 მძიმე;
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურს გადის  40 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5 პაციენტისჯანმრთელობის მდგომარეობა;
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 25 პაციენტი, მათ შორის 3 – მძიმე;
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკა 9 ინფიცირებული მკურნალობს;
სენაკი “ლაზიკამედის” კლინიკაში ამ დრომდე 21 პაციენტი რჩება.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 195 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 58 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები